3:0 ფაჩულიას გარეშე. გოლდენ სტეიტი სან ანტონიოს ამარცხებს

3:0 ფაჩულიას გარეშე. გოლდენ სტეიტი სან ანტონიოს ამარცხებს

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ნბა-ს პლეი ოფის პირველი წრის სერიაში 3 მატჩი მოუგო “სან ანტონიოს” და შესაბამისად, საბოლოო გამარჯვებამდე 1 ნაბიჯი აკლია. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ პლეი ოფის არც ერთ მატჩში ზაზა ფაჩულიას მონაწილეობა არ მიუღია. ადრე ქართველი ცენტრის უთამაშებლობის მიზეზი ტრავმა გახლდათ, თუმცა ახლა ფაჩულია სრულიად ჯანმრთელია – მას მწვრთნელი, სტივ კერი უბრალოდ არ ათამაშებს.

მესამე მატჩის გმირი კი, კევინ დურანტი გახდა, რომელმაც 26 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი შეასრულა. კლეი ტომპსონი 19 ქულას გამორჩა, ხოლო “სან ანტონიოში” ყველაზე მეტი, 18 ქულა და 10 მოხსნა ლამარკუს ოლდრიჯს ჰქონდა.

 სერიის მეოთხე მატჩი თბილისის დროით კვირას, 23:30 საათზე, კვლავ სან ანტონიოში გაიმართება.