დაიწყო რეგისტრაცია 3/3-ზე კალათბურთის საერთაშორისო ტურნირ Tbilisi Open 2013-ზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს სპორტის სამინისტრო და კალათბურთის ფედერაცია ფიბა-ს ეგიდით 6-7 ივლისს გრანდიოზულ ტურნირს ატარებენ, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად გათამაშდება სლოვენიაში დამდეგ სექტემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატის 4 საგზური.
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მსურველებს უკვე დღეიდან შეეძლებათ დარეგისტრირება. Tbilisi Open 2013-ში თამაში არ შეუძლიათ საქართველოს სუოპერლიგისა და უცხოეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კალათბურთელებს. დანარჩენთათვის ტურნირში მონაწილეობა ნებადართულია.
– 1 ივლისს გაიმართება სემინარი, სადაც ორგანიზატორები მონაწილეებს 3/3-ზე კალათბურთის წესებს გააცნობენ.
– 3 ივლისს დასრულდება მონაწილეთა განაცხადების მიღება.
– 4 ივლის შედგება Tbilisi Open 2013-ის კენჭისყრა.
სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/12SnUFG-_MTCQr1wVwt4fRitzwhtjZwT3PvwDTYvPXQQ/viewform