3X3 საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს

3X3 საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს

საქართველოს 3X3 კალათბურთელთა U18 ნაკრები ჩინეთშია, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება. პროვინცია სიჩუანის მთავარი ქალაქი ჩენგდუ პლანეტის საუკეთესო 20 ნაკრებს მასპინძლობს, რომელთა შორისაც საქართველოცაა.მსოფლიოს ჩემპიონატს საკვალიფიკაციო ეტაპი არ აქვს. ტურნირისთვის გუნდები მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ირჩევა და ამ მხრივ საქართველო საკმაოდმაღალ საფეხურზე დგას. მსოფლიო რეიტინგში ჩვენი გუნდი მე-17 ადგილზეა და შესაბამისად, მუნდიალზე ადგილიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომსაქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მესამედ მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ყველაზე მაღალი შედეგი შარშან აჩვენა, როცა პლანეტისსაუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.
 2017 წლის მსოფლიო პირველობაზე მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული, 5-გუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში 2-2 საუკეთესოგადის. საქართველოს ჯგუფში მოხვდნენ: უკრაინა, ახალი ზელანდია, ბაჰრეინი და ყატარი. ყველაზე მაღალი რეიტინგი უკრაინელებს აქვთ: ჰოლანდიისშემდეგ სლავები ტურნირზე მეორე ნომრად არიან განთესილნი.საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში ახალ ზელანდიასთნ, 29 ივნისს, თბილისის დროით 13:45 საათზე უწევს.  ამ და დანარჩენი მატჩების პირდაპირ ეთერში ხილვა შეგეძლებათ ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ შემდეგ ბმულზე:
 29 ივნისიახალი ზელანდია – საქართველო    9:45საქართველო – ბაჰრეინი                 11:151 ივლისიყატარი – საქართველო                     11:35საქართველო – უკრაინა                   12:45(მითითებულია თბილისის დრო)