83 დაკარგვა ერთ მატჩში

83 დაკარგვა ერთ მატჩში

რუსთავში დღეს გამართულ მატჩს უდიდესი ტექნიკური წუნი ახლდა თან.
გუნდებმა უამრავი ბურთი დაკარგეს, თუმც რუსთავმა უფრო მარჯვედ ითამაშა და საბოლოოდ
იმარჯვა კიდეც.

თავად განსაჯეთ, ნიკო დემეტრაშვილის გაწვრთნილმა „მართვე–3“–მა 50
ქულა ჩააგდო, ბურთი კი 47–ჯერ (!) დაკარგა. თუმცა არც რუსთაველები იყვნენ ბევრად
ნაკლებნი – გურამ რეხვიაშვილის შეგირდებმა 36 შეცდომა დაუშვეს.

ასეთ უხარისხო თამაშში მასპინძლებმა იხეირეს. მეტნაკლებად თანაბარი
პირველი მეოთხედიშ შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა და საბოლოოდ
რუსთაველებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვეს – 83:50.
მატჩის სტატისტიკა: http://u-18.ge/results.php?gameid=97