“ა” ლიგის გუნდების და ჟურნალისტების საყურადღებოდ

“ა” ლიგის გუნდების და ჟურნალისტების საყურადღებოდ

საკალათბურთო „ა“ ლიგის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა ხვალ, 5 თებერვალს, სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას 11 გუნდი მიიღებს, რომლებიც „ა“ ლიგის 6 საგზურისთვის იბრძოლებენ.
შესარჩევ ტურნირში შემდეგი გუნდები ითამაშებენ:
თსუ, არენა 76, კაკტუსი, წყალტუბო, მარნეული, ჰიუნდაი, კრისტალი, გაბლ (სამოყვარულო ლიგის გუნდი), აკადემია, ნიკეა, გორის „დილა“.
კენჭისყრის შედეგად 11 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდება. ჩატარდება 1 წრე, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა. მეოთხედფინალის დარჩენილ 2 საგზურს ჯგუფების მესამეადგილოსნები და 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი საკვალიფიკაციო მატჩში გაითამაშებენ.
მეოთხედფინალის გამარჯვებული 4 გუნდი „ა“ ლიგის საგზურს მიიღებს. დარჩენილი 2 ადგილისთვის კი მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები საკვალიფიკაციო მატჩებში იბრძოლებენ.
„ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა სპორტის სამინისტროში 13 საათზე დაიწყება.