“ა” ლიგაში მოსახვედრად ბრძოლა დაიწყო. 6 გუნდი ჯგუფური ეტაპიდან და პლუს ერთი პლეი ოფიდან ეცდება იმ 2 ადგილის შევსებას, რომელიც სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომ “ა” ლიგაშია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის 4 ადგილი შევსებულია, რომლებსაც ამრა, კასპის გრიფინი, თელავის ბურჯი და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ფლობენ. გასული სეზონის ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე გასული სოხუმი-საქართველო საპლეიოფო, 2-მატჩიან რაუნდში ელოდება მეტოქეს, რომელიც 6 გუნდიდან უნდა შეირჩეს.
სწორედ ამ 6 ახალი გუნდის საკვალიფიკაციო ტურნირი დაიწყო დღეს. გათამაშების ფორმატი ასეთია: 3-3 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული შემდეგნაირად:
“ა” ჯგუფი: ბლექ ფორტრესი, ვერა, ვინგსი.
“ბ” ჯგუფი: არესი, სქუად x, პირატები
ჯგუფში ერთი წრე ჩატარდება და 1-2 ადგილებზე გასულები ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდებიან: ა1 – ბ2, ბ1, – ა2. გამარჯვებულები ფინალში გავლენ და ერთმანეთში, ერთი მატჩით “ა” ლიგის პირველი საგზურს გაითამაშებენ. ფინალის მოგებული საგზურს მიიღებს, ხოლო დამარცხებული გადაინაცვლებს 2-მატჩიან პლეი ოფში, სადაც “ა” ლიგის მეორე საგზურისთვის ზემოთ ხსენებულ სოხუმი-საქართველოს დაუპირისპირდება.
დღეს გაიმართა ორივე ჯგუფის თითო შეხვედრა. არც ერთ მათგანში ბრძლა არ შედგა. ბლექ ფორტრესმა 95:63 (სტატისტიკა) დაამარცხა ვერა, ხოლო არესმა 122:58 (სტატისტიკა) სძლია სქუად x-ს.
მეორე ტურის შეხვედრები 10 დეკემბერს გაიმართება: პირატები – სქუად x, ბლექ ფორტრესი – ვინგსი.