აეკ-მა მაიკლ დიქსონის ლიდერობით “კოლოსოსს” 82:81 სძლია

აეკ-მა მაიკლ დიქსონის ლიდერობით “კოლოსოსს” 82:81 სძლია

საბერძნეთის ჩემპიონატში პრინციპული მატჩი მოიგო მაიკლ დიქსონის აეკ-მა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის გუნდმა „კოლოსოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით – 82:81 სძლია.
გამარჯვებულებს სწორედ დიქსონმა ულიდერა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო სარგებლიანობის ინდექსი (26) აჩვენა. დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა.

მაიკლმა 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. დიქსონის ანგარიშზე საბოლოოდ 18 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მას ხელი შეაშველა ლუკას მავროკეფალიდისმა, რომელმაც 14 ქულა მიითვალა.
19 მოგებითა და 6 მარცხით აეკ-ი მყარად მესამე ადგილზეა და რეგულარულ ჩემპიონატსაც ამ საფეხურზე დაასრულებს. მორიგ მატჩს დიქსონის გუნდი 12 აპრილს, სტუმრად „არისთან“ გამართავს.