დრამატულ და ძალიან დაძაბულ მატჩს უმასპინძლა ბათუმმა, სადაც
რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში მიხეილ კობეშავიძის გუნდმა დამატებით დროში
– 77:72 მოუგო დავით უსტიაშვილის „ბათუმს“.
მატჩი იმდენად დაძაბული და დამაინტრიგებელი იყო, რომ მიუხედავად
დამატებითი დროისა, მთლიანობაში გუნდებმა 150 ქულაც ვერ ჩააგდეს. ძირითადი დრო
66:66 დამთავრდა, ხოლო ოვერტაიმში აგრარულმა უნივერსიტეტის გუნდმა 11:6 იმარჯვა და
მიმდინარე სუპერლიგაში ჯერაც დაუმარცხებელია.
შთამბეჭდავად ითამაშა ბათუმელთა კამერუნელმა ცენტრმა პლასიდე
როდუმტამ, რომელმაც 22 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა, თუმცა უკანახაზელთა დავაში
თბილისელებმა იმარჯვეს – ბექა წივწივაძემ და გიორგი მარხვაშვილმა 19–19 ქულა და
მთლიანობაში 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალეს, რითაც განაპირობეს კიდეც თავისი
გუნდის გამარჯვება.
აგრარული უნივერსიტეტის გუნდი 5 თამაშიდან 5 გამარჯვებით პირველ
ადგილზეა. ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში კი კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი – „ენერჯი–ინვესტი“
ითამაშებს. რუსთაველთა მეტოქე შედარებით სუსტი „სოხუმია“ და სავარაუდოდ
სუპერლიგაში ორხელისუფლიანობა მინიმუმ მე–6 ტურამდე გასტანს.
სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=154