აკადემია – ბათუმი 87:80
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „აკადემიამ“ ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი თბილისში „ბათუმს“ მოუგო. მაშ ასე, საჩემპიონო სერიაში ერთმანეთს „აკადემია“ და „ქუთაისი“ შეერკინებიან.
დღევანდელი მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბათუმელებმა მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და ბოლო წუთებამდე ცნობილი არ იყო, ვინ გაიმარჯვებდა. საწყისი მეოთხედის 16:13 წაგების შემდეგ ბათუმელებმა თამაში გამოასწორეს და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით დაწინაურდნენ.
ბათუმელებს ულიდერა ნიკა რამიშვილმა, რომელმაც 27 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, თუმც ბოლო მეოთხედში იგი 5 პერსონალურის გამო მოედნიდან გავარდა და ზღვისპირელები თითქმის უიმედო სიყუაციაში ჩავარდნენ.
აკადემიელებმა გადამწყვეტ წუთებში მოახერხეს მობილიზება და გაიმარჯვეს კიდეც. თბილისელებს ლერი კვანტალიანმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა და 23 მოხსნა მიითვალა.
“აკადემიას” ლერი კვანტალიანმა ულიდერა