“აკადემიამ” ბათუმში ანგარიში გაათანაბრა

“აკადემიამ” ბათუმში ანგარიში გაათანაბრა

ბათუმელებმა 3 დღის წინ „აკადემიას“ თბილისში ნახევარფინალური სერიის
პირველი მატჩი მოუგეს და შინ გამარჯვებით ფინალში გასვლას ლამობდნენ, თუმც
აკადემიელებმა აჭარაში არ დანებდნენ და… 1:1.

ამ გუნდების პირველი ნახევარფინალური მატჩი შედარებით დაძაბული იყო.
ბათუმელებმა მაშინ 5 ქულით იძალეს, გუშინდელ საშინაო შეხვედრაში კი აკადემიელებმა
თავიდანვე სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს. პირველი მეოთხედი თბილისელებმა 25:15
მოიგეს და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს დამაჯერებელი უპირატესობა.

მოგებულთაგან საუკეთესო იყო ტანმაღალი ბექა ნადირაძე, რომელმაც
ფარქვეში გაილაღა. მას ხელს ვერავინ უშლიდა, რაკი ბათუმელებს არ ჰყავთ თუნდაც 2
მეტრი სიმაღლის მოთამაშე. ნადირაძემ საბოლოოდ 25 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა,
მისმა თანაგუნდელმა რობერტ გოგონაიძემ კი 21–ს მოუყარა თავი.

ბათუმელთაგან კი ტრადიციულად 2 კალათბურთელი გამოირჩეოდა. ნიკა
რამიშვილმა 30 ქულა და 10 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო ირაკლი მიქელძის ანგარიშზე 25 ქულა
და 8 პასი იყო.

მაშ ასე, საქმე მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომელიც თბილისში
გაიმართება და რომლის გამარჯვებულიც ფინალში ქუთაისს“
შეხვდება.

სტატისტიკა: http://u-16.ge/playoff/09-10/result/183