„დინამოს“ უკვე სემამე დღეა, ფინალშია და მეტოქეს ელის, რომელიც „ენერჯისა“ და „აკადემიის“ ორთაბრძოლაში უნდა გამოვლინდეს. ამ გუნდებმა კი ჯერ მხოლოდ 1 მატჩი მოილიეს.
დღეს აგრარული უნივერსიტეტსის დარბაზში გია კაზანჯიანის დამოძღვრილმა „აკადემიამ“ ზედმეტი გართულებების გარეშე მოუგო ნიკო ჩერქეზიშვილის „ენერჯის“ და ცალი ფეხი ფინალში შედგა. მატჩს დაძაბულობის მუხტი მთელი თამაშის განმავლობაში არ მოჰკლებია, თუმც თანმიმდევრობა არ ყოფილა დაძაბული, რაკი აკადემიელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, მეტოქე ახლოს აღარ გაუკარებიათ.გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა 23 ქულის მომხვეჭმა მერაბ ბოქოლიშვილმა, ხოლო ნოდარ თენიეშვილსაც ჩინებული სტატისტიკა ჰქონდა – 15 ქულა და ამდენივე მოხსნა.სერიის მომდევნო მატჩის გამართვის თარიღი კალათბურთის ფედერაციაში ხვალ გაირკვევა.