გვარიანი შესვენების შემდეგ 18–წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშა
16–წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირში უკონკურსოდ გამოდის და მწვრთნელების
მიზანი ახალგაზრდებისთვის სათამაშო პრაქტიკის შეძენა, ნაკრების წევრების შეთამაშებაა.
დღეს გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16–წლამდელებმა ტურნირის ერთ–ერთ
ფავორიტ „აკადემიას“ ეთამაშნენ და პირველ ტაიმში ტოლი არაფერში დაუდეს. თუმცა
მეორე ტაიმში გაცილებით გამოცდილმა აკადემიელებმა თავისი გაიტანეს და საბოლოოდ
დამაჯერებლადაც იმარჯვეს.
აკადემიელებმა გუნდურად იტამაშეს, ერთბაშად 6 კალათბურთელმა უწია
ათქულიან ზღვარს. ნაკრებიდან კი ლერი კვანტალიანი გამოირჩეოდა, რომელმაც 23 წუთში
14 ქულა და 8 მოხსნა მოინაგრა.
დღევანდელი დღის მეორე მატჩში საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა. ამას ალბათ
ცოტა თუ ელოდა, რადგან ერთმანეთის პირისპირ მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელი „ქუთაისი“
და ყველა წაგების მქონე „სალხინო“ ხვდებოდნენ. იმერლებმა მძიმედ დაიწყეს და
სალხინოელები მეორე მეოთხედში წინაც კი გავიდნენ. გამოსარჩევია ლუკა მათიაშვილი,
რომელიც არ ასვენებდა ქუთაისელთა დაცვას და ხან შორიდან იხვეჭდა ქულებს, ხანაც
შედეგიან გარღვევებს ახორციელებდა.
ქუთაისელებმა მესამე მეოთხედში მოიპოვეს ლიდერობა, თუმცა „სალხინო“
თამაშის ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა გამარჯვების შანსს. საფინალო სირენამდე 3
წუთით ადრე თბილისელები 68:72 მიუახლოვდნენ იმერულ გუნდს, მაგრამ მეტისთვის ალები
აღარ ეყოთ და მატჩიც ლოგიკური შედეგით, ლიდერი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.