დღეს, 11 დეკემბერს, რუსთავში1 მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს
წაუგებელი გუნდები შეხვდნენ. ირაკლი ტომარაძის „აკადემიამ“ ქვემოქართლელები იოლად
დაამარცხა და ორივე ჯგუფში ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აქვს.
შეხვედრა თანაბრად დაიწყო. პირველ მეოთხედში ვერც ერთმა გუნდმა ვერ
მოახერხა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება. აკადემიელები მეორე ათწუთეულიდან სრულად
დაეპატრონენ უპირატესობას დიდი შესვენებისთვის 38:27 დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა. რუსთაველებმა სცადეს მატჩის
გადარჩნა, მაგრამ 16–წლამდელთა ნაკრების კანდიდატების – ლერი კვანტალიანისა და რობერტ
გოგბაიძის დახმარებით აკადემიელებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. გოგბაიძემ
თავი იმითაც გამოიჩინა, რომ რუსთაველებს 11–ჯერ ჩაუჭრა ბურთი.
რუსთაველთაგან თავი თორნიკე ქიტოშვილმა გამოიჩინა, რომელიც ერთადერთი
იყო თავისიანთაგან, რომელმაც 10–ქულიან ზღვარს გადააბიჯა და 18–ს უწია.
მატჩის სტატისტიკა: http://u-16.ge/results.php?gameid=103