დღის მატჩი უთუოდ „აკადემიისა“ და პირველი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდის დაპირისპირება გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ 1–ელი სკოლის გუნდი ცხრილში გაცილებით დაბლა იყო, ვიდრე აკადემიელები,
სერგო იშხნელის შეგირდებმა მაინც მოახერხეს გათამაშების ლიდერი დამარცხება და სატურნირო ვითარება საგრძნობლად გაიუმჯობესეს.„აკადემია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე თამაშობდა. გია კაზანჯიანი თურქეთში ახლავს 16–წლამდელთა ნაკრებს. ძალიან დაძაბული მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. შოთა წიკლაურის წინამძღოლობით ექსპერიმენტალური სკოლის წარმომადგენლებმა მატჩის ბოლო წუთზე 3–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა აკადემიელმა მერაბ ბოქოლიშვილმა საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ლამის ცენტრიდან აუღელვებლად ჩააგდო სამიანი და ანგარიში გაათანაბრა.პირველ ექსპერიმენტალურ სკოლელებს უკანასკნელი შეტევის დრო დარჩათ, რომელიც მათ სასარგებლოდ გამოიყენეს. სკოლელებმა აკადემიელები აიძულეს, დაჯარიმებულიყვნენ და დამთავრებამდე 5 წამით ადრე 1 ექსპერიმენტალური სკოლის გუნდს მოგების რეალური შანსი გაუჩნდა. საჯარიმოს ხაზზე დადგასულხან პავლიაშვილი, რომელსაც მანამდე ოთხივე საჯარიმო სროლა აცილებული ჰქონდა, თუმცა უპრინციპულეს მომენტსი მან თავისიანები არ დააღალატა, ორივე სრლა ცააგდო და იშხნელის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.მეორე მატჩიც საკმაოდ საინტერესო იყო, თუმცა დინამოელებმა შედარებით იოლად გატეხეს „მართვე–1“. დავით თორთლაძის გუნდს ულიდერა სუპერლიგაშიც დინამოელმა გივი ბაქრაძემ, რომელმაც საბოლოოდ 22 ქულა მოაგროვა. „დინამომ“ პირველი მეოთხედის 6 ქულით წაგების შემდეგ მეორე 21:7 მოუგო მართველებს და მერე ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია. ამ გამარჯვებამ „დინამო“ მესამე ადგილზე აღაზევა, ხოლო დაკარგული ქულების გათვალისწინებით თორთლაძის გუნდი სულაც პირველია – მას ყველაზე ცოტა, 2 დამარცხება აქვს.