“აკადმეიამ” “ნიკე” სპორტის სასახლეში დაამარცხა

“აკადმეიამ” “ნიკე” სპორტის სასახლეში დაამარცხა

აკადემია – ნიკე   99:71
 
სპორტის სასახლემ გუშინ ტრადიციულად ერთ 18–წლამდელთა მატჩს უმასპინძლა. ქვეყნის უმთავრეს საკალათბურთო არენაზე თამაშის პატივი „აკადემიას“ და „ნიკეს“ ხვდათ წილად. შეხვედრა საინტერესოდ კი დაიწყო, მაგრამ აკადემიელებმა საბოლოოდ სოლიდური სხვაობით იმარჯვეს.
ამ მატჩს არც ერთი გუნდისთვის სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ორივე მათგანი იმ ადგილზე რჩებოდნენ, რომლებზეც ახლა არიან. „აკადემია“ მეორე ადგილზე დაასრულებს რეგულარულ ჩემპიონატს, ხოლო „ნიკეს“ მეხუთეზე.