ახალგაზრდულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სრულად შეივსო. დავით უსტიაშვილის გუნდს დღეს ლეგიონერები შეუერთდებიან, რომლებიც გუშინ ჩამოვიდნენ საქართველოში. 20–წლამდელთა ნაკრებს ესპანეთიდან თორნიკე შენგელია და გიორგი შარაბიძე შეემატა, იტალიიდან – ნიკა მეტრეველი, ხოლო ამერიკის სტუდენტური ლიგიდან – ლევან შენგელია.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ნაკრები 15 ივნისს შეიკრიბა და ვაკეში მდებარე აკადემიის დარბაზში ვარჯიშობს. უახლოეს დღეებში უსტიაშვილის გუნდი პრესისთვის ღია ვარჯიშს გამართავს.
 

დავით უსტიაშვილი