როგორც ჩვენთვის, ასევე ბელარუსებისთვისაც უმნიშვნელოვანესია ხვალინდელი შეხვედრა. ერთ–ერთი ბელარუსული გაზეთის, “სპორტივნაია პანორამას” ინტერნეტ ვერსიაში ჩვენი ხვალინდელი მეტოქის მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ პაპკოვის ინტერვიუს წავაწყდით და ღა თქმა უნდა, გადმოვაქართულეთ.
– მიკროტრავმები გვაქვს, თუმცა ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრების წინაშე საბრძოლო შემადგენლობა გავიყვანოთ. კალათბურთელები ამბობენ, ასეთ მატჩზე კოჭლობითაც გავალთო. იმდენად მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, რომ ყოველგვარი ტრავმა მეორე პლანზე იწევს და გავიწყდება. გვჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და წარმატებისა.- ჩვენი ინფორმაციით გუნდი დატოვა ნიკიტა მეშერაკოვმა…- ნიკიტა მართლაც წავიდა, თუმცა უთანხმოება არ ყოფილა. იგი ჩვენი გუნდის მომავალია. – ჩერნოგორიასთან შეხევდრას საქართველოსთან დაპირისპირება გვერჩივნა…- რა თქმა უნდა. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ჩერნოგორიელთა ძლევაც შეგვეძლო, ოვერტაიმში წავაგეთ. არავისი გვეშინია. ყველა მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. საქართველოს ნაკრებიც სერიოზული ძალაა. ამ გუნდის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ვფლობ. მართალია, ქართველთა ნაკრებში მატჩების სიმძიმე ძირითადად ხუთ კალათბურთელზე გადადის, მაგრამ საერთო სიძლიერით ჩვენზე უკეთესი გუნდია. …და რამდენ კალათბურთელს უდრის ზაზა ფაჩულია. ძალიან გაგვიჭირდება. – ქართულ კალათბურთს როგორ დაახასიათებდით?- ემოცია! გასვლით მატჩებში მათი ემოციურობა ნაკლებად ჩანს, სამაგიეროდ, შინ ტყავიდან ძვრებიან. ტემპერამენტიანი პუბლიკა კალათბურთელებზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან დარბაზში საშუალოდ 7-8 ათასი გულშეამტკივარი იკრიბება. თამაშისას იმაზე დიდი ხმაურია, რაც თვითმფრინავის აფრენისას.- რადგან მატჩის სიმძიმე 5 ქართველზე გადადის, უნდა ვივარაუდოთ, რომ შეხვედრის ბოლოს დაიღლებიან…- შეიძლება. თუმცა, ქართველები მეტად მოძრავები და ღონიერები არიან. ფარქვეშ თამაშისას ჩვენი მეტოქეები დივიზიონში საუკეთესონი არიან. მათ 8 მატჩში 340 მოხსნა აქვთ. ქართველებს ძალიან უყვართ სამწამიან ზონაში შემჭიდროვება, საიდანაც პერიმეტრზე ზუსტი პასი კეთდება. შორეული ტყორცნების შემსრულებლები ქართველებს უხვად ჰყავთ. ისინი სამქულიანების 41.9 პროცენტს იყენებენ. ჩვენი მთავარი ამოცანა პერიმეტრის დაცვა, ფარქვეშიდან მეტოქის მაღლების ამოყვანა და სამქულიანების ზუსტი ტყორცნა იქნება. ეს ჩერნოგორიასთან კარგად გამოგვივიდა…- პირველი მატჩის შინ გამართვა კარგია თუ ცუდი?- ძნელი სათქმელია. თუმცა, ჩემი შეგირდები, რატომღაც გასვლით შეხვედრებს უფრო კარგად ატარებენ. შეიძლება ერთგვარ წნეხს შინაური კედლები ქმნის… უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ისე აზარტულად არ გვქომაგობენ, როგორც საქართველოს
ხვალინდელი მატჩის ბელარუსული ანონსი