ორწლიანი შესვენების შემდეგ ანატოლი ბოისა მშობლიურ რუსთავულ გუნდს
უბრუნდება. ამ ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ბოისა „ენერჯი–ინვესტიდან“ 2 წლის
წინ წამოვიდა და „ავიამშენში“ გამოდიოდა. ახლა კი…
ბოლო სამი სეზონის ჩემპიონმა რუსთაველებმა ამ ჩემპიონატის დაწყების
წინ 4 არარუსთაველი მოტამაშე შეინარჩუნეს, რომელთაგან ერთ–ერთი, მიხეილ ჩიტაშვილი
ერთი თვის წინ ირანში წავიდა სათამაშოდ. ამავდროულად, „ავიამშენი“ ფინანსურ
პრობლემებს განიცდიდა, გუნდში ჯამაგირის გაცემა რომ პრობლემას წარმოადგენდა, ეს
არავისთვის დამალული. ეს მომენტი ამ გუნდის კალათბურთელებს გზას უხსნიდა
ნებისმიერი ფინანსურად მოწერიგებული გუნდისკენ, ჰოდა, „ენერჯი–ინვესტის“
ხელმძღვანელობამაც გადაწყვიტა, შემადგენლობაში დანაკლისი ეროვნული ნაკრებისა
საკმაოდ გამოცდილი მოთამაშით შეევსო.
ანატოლი ბოისა უკვე რუსთაველებთან ვარჯიშობს და მას დღე–დღეზე
შეიყვანენ „ენერჯი–ინვესტის“ განაცხადში. ბოისა ქვემოქართლურ გუნდში 17–ნომრიანი
მაისურით ითამაშებს.