ასაკობრივ გუნდებში მომუშავე მწვრთნელთა საყურადღებოდ

საკალათბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას რამდენიმე ტურნირი დარჩა ჩასატარებელი დაბალ ასაკობრივ კატეგორიებში. ამასთან დაკავშირებით, ასაკობრივი ლიგებისა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელები იმ მწვრთნელებს ხვდებიან, რომლებიც 2001, 2002 და 2003 წლებში დაბადებულთა გუნდებს ავარჯიშებენ და ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი აქვთ.
რაც შეეხება კონკრეტულ ჩემპიონატებს, რომლებიც მიმდინარე სეზონში უნდა ჩატარდეს, ესენი არიან:
1.      საქართველოს 13-წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი
2.      2002 წელს დაბადებულთა თბილისის ფესტივალი მინი-კალათბურთში
3.      2003 წელს დაბადებულთა თბილისის ფესტივალი მინი-კალათბურთში
4.      2002 წელს დაბადებულთა საქართველოს ფესტივალი მინი-კალათბურთში
5.      2003 წელს დაბადებულთა საქართველოს ფესტივალი მინი-კალათბურთში
მწვრთნელებს, რომლებსაც აღნიშნულ ტურნირებში სურთ გუნდის გამოყვანა, ვთხოვთ, მობრძანდნენ წერეთლის გამზირზე მდებარე „დიდუბე პლაზაში“, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ოფისში, 28 აპრილს, 15:00 საათზე.