ასაკობრივ ლიგებში მონაწილე გუნდების საყურადღებოდ

თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი დედაქალაქის 14-წლამდელთა ჩემპიონატის, ასევე 16 და 18-წლამდელთა „ბ“ ლიგების დასაგეგმად მასში მონაწილე გუნდებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის მიზანი აღნიშნული ტურნირების კალენდარზე, გათამაშების ფორმატზე და სხვა აუცილებელ საკითხებზე მსჯელობაა.
გუნდების წარმომადგენლებთან შეხვედრა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ოფისში 6 ნოემბერს, 15:30 საათზე გაიმართება. მისამართი: “დიდუბე პლაზა”, წერეთლის გამზირი 116.