ატლანტელების მორიგი მსხვერპლი „მინესოტა ტიმბერვულვზი“ გახდა, რომელიც ზაზა ფაჩულიას გუნდმა მინეაპოლისში, 17 ათასი მაყურებლის თვალწინ დაამარცხა. „ქორებისთვის“ ეს იყო მე–6 მატჩში მე–6 გამარჯვება.
მატჩი ძალიან დაძაბული იყო, „მინესოტა“ არ ნებდებოდა და მთელი თამაშის მანძილზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ატლანტელებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედში გატეხეს მასპინძლები და საბოლოოდ 113:103 იმარჯვეს.
ზაზა ფაჩულიამ 18,46 წუთი ითამაშა და მოედანი 7 ქულით,4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დატოვა. ქართველმა ცენტრმა მინესოტელთა კალათს თამაშიდან 2–ჯერ შეუტია და ერთი ჩააგდო, ხოლო 8 საჯარიმო სროლიდან 5 გამოიყენა.
ატლანტელთაგან საუკეთესო ჯოშ სმიტი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 5 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა. მომდევნო მატჩს „ჰოუქსი“ 7 ნოემბერს შინ „ფინიქსთან“ გამართავს.
ზაზა ფაჩულიაზე ნიკოლა პეკოვიჩი უხეშობს