ზაზა ფაჩულიამ და მისმა „ატლანტა“ მიმდინარე სეზონის ერთ–ერთი ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა. „ქორები“ კოლორადოში ჩაფრინდნენ და იქაურ „დენვერთან“ 104:124 წააგეს.
ატლანტელებს ჯალათად მოევლინა დენვერელთა სამარქაფო მოთამაშე ჯეიარ სმიტი, ორმელმაც 10 სამქულიანი ჩააგდო და მთლიანობაში 41 ქულა დაუგროვდა. მასპინძლებმა პირველი და ბოლო მეოთხედები 10–10 ქულით მოიგეს, შუა პერიოდები კი თანაბრად დამთავრდა.
ქართველმა ცენტრმა უჩვეულოდ მცირე ხნით – 14 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ფაჩულიამ თამაშიდან 4–ჯერ ესროლა და 2 ჩააგდო, ხოლო მისი ერთადერთი საჯარიმო სროლა ზუსტი აღმოჩნდა.
„ატლანტა“ ნელ–ნელა შორდება აღმოსავლეთ კონფერენციის მოლიდერე სამეულს – „ბოსტონს“, „ორლანდოს“ და „კლივლენდს“, თუმცა მდევარი „მაიამი“ საკმაოდ შორსაა.
მომდევნო მატჩს ატლანტელები ინდიანაში, ზეგ, 26 იდეკემბერს ჩაატარებენ.
ფაჩულიამ (#27) მატჩის გმირ ჯეიარ სმიტს
მხოლოდ თვალიღა გააყოლა