ატლანტა ინდიანასთან დამარცხდა

“ატლანტა ჰოქსი” რეგულარულის მორიგ შეხვედრაში “ინდიანას” შეხვდა და 72:91 დამარცხდა. “პეისერზი” მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, “ჰოქსის” ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე კი 22 წუთში 9 ქულა და 7 მოხსნა იყო. ზაზამ თამაშიდან 10-დან 3 სროლა გამოიყენა და 6 საჯარიმოდან – 3. “ატლანტის” რიგებში 12 ქულით ყველაზე შედეგიანი სპიდი კლექსტონი იყო, ხოლო “ინდიანაში” კი 18 ქულა “ჰოქსის” ყოფილმა წევრმა ელ ჰარინგტონმა დააგროვა.