ატლანტამ გასვლაზე გოლდენ სტეიტი დაამარცხა

საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გასვლაზე ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსმა”, რომელმაც რეგუალრულის მორიგ შეხვედრაში გასვლაზე დასავლეთის “გოლდენ სტეიტი” 117:110 დაამარცხა და ოდნავ გაიუმჯობესა მოგება-წაგების მაჩვენებელი.
საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე 14 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო, ხოლო “ჰოქსში” კი 27 ქულით, 8 მოხსნითა და ამდენივე ზუსტი პასით თავი ჯო ჯონსონმა გამოიჩინა.

“გოლდენ სტეიტში” 35 ქულა დააგროვა გუნდის საუკეთესო მექულემ, გამთამაშებელმა ბაირონ დევისმა.