“ატლანტამ” “ჰიუსტონში” იმარჯვა

“ატლანტა ჰოუქსმა” გარმატებით დაიწყო გასვლითი ტურნე და პირველივე ჯერზე საკმაოდ ძლიერი “ჰიუსტონი” დაამარცხა – 102:95.
ეს შეხვედრა ქართველი მოთამაშისთვის გამორჩეული მხოლოდ იმით იყო, რომ ზაზამ 2 სამქულიანი ესროლა. ხანდახცან ისე ჩაივლის ათობით მატჩი, რომ “ატლანტას” ქართველი ცენტრი შორიდან არ შეუტევს, “ჰიუსტონს” კი 2 სამიანი დაუშინა, მაგრამ მიზანში ვერც ერთი ვერ გაარტყა და მოედანი უქულოდ დატოვა. ზაზას 6 მოხსნა და თითო პას–დაფარება დაუგროვდა.
ატლანტელებს ტრადიციულად ჯო ჯონსონმა და ჯოშ სმიტმა ულიდერეს და თავიანთ გუნდს 29–ე გამარჯვება მოაპოვებინეს. “ჰოუქსი” საკუთარ დივიზიონში პირველ, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ატლანტელები ხვალ სან ანტონიოში გამართავენ.