“ატლანტამ” “მემფისს” მოუგო და აღმოსავლეთში მესამეზე დარჩა

“ატლანტამ” “მემფისს” მოუგო და აღმოსავლეთში მესამეზე დარჩა

„ატლანტა ჰოუქსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა – ამჯერად „ქორებმა“ „მემფისს“ არ დაუტოვეს შანსი: 110:97. ატლანტელებს მხოლოდ საწყისი ოციოდ წუთი გაუჭირდათ, მერე კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ზაზა ფაჩულიას გუნდმა მორიგი, მიმდინარე სეზონში უკვე მე–18 გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი ცენტრი 17 წუთით გამოჩნდა მოედანზე და 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 დაფარება და ერთი პასი მიითვალა ისე, რომ ბურთი არ დაუკარგავს. ზაზამ ორივე საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2–ჯერ საშუალო მანძილიდან ისროლა და ერთი გამოიყენა.
ატლანტელებს კი 24 ქულის მომგროვებელმა ჯო ჯონსონმა და ფაჩულიას კონკურენტმა ალ ჰორფორდმა (15 ქულა, 10 მოხსნა) ულიდერეს.
მოიგო სამხრეთ–აღმოსავლეთ დივიზიონში „ორლანდოს“ კონკურენტმა „ორლანდომაც“ და ცხრილში სტატუს–კვო შენარჩუნდა. „ატლანტა“ დივიზიონში მეორე, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამეა. მომდევნო მატჩს „ქორები“ ატლანტაში იუტელ „ჯაზმენებთან“ ჩაატარებენ.
 

მემფისელმა ზაკ რენდოლფმა ზაზა ფაჩულია რაგბის ილეთით შეაჩერა