ატლანტამ ფინიქსი დაამარცხა

ატლანტამ ფინიქსი დაამარცხა

ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ატლანტა ჰოქსმა” გასვლაზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს. ჯორჯიელებმა ამჯერად დასავლეთის ერთ-ერთი ფავორიტი “ფინიქს სანზი” დაამარცხეს. “ჰოქსმა” მატჩი 120:111 მოიგო, ზაზას ანგარიშზე კი 10 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. მან 26 წუთი ითამაშა.
ზაზა ფაჩულია: 46 მატჩი (31 სასტარტოში), 28.3 წუთი, 11.4 ქულა, 6.7 მოხსნა, 1.5 პასი, 1.1 ჩაჭრა, 0.5 დაფარება, 2.2 შეცდომა, 3.7 ფოლი. თამაშიდან სროლები: 375-ში 169 (45.1 პროცენტი).საჯარიმოები: 233-ში 185 (79.4 პროცენტი).სამქულიანები: 1-ში 0.