აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“ „ორლანდოსთან“ 71:114 განადგურდა, თუმც ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგი ის მოხდა, რომ ფაჩულიამ ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა.
უიმედოდ წაგებულ მატჩში ატლანტელთა მწვრთნელმა სასტარტოები აღარ დატვირთა და მატჩის დასკვნით ნაწილში სათადარიგოებს მისცა ასპარეზი. ზაზამ კი შანსი გამოიყენა და იმდენი ქნა, რომ საერთო სტატისტიკური მონაცემებით „ატლანტელთაგან“ საუკეთესო გახდა.
ფაჩულიამ 21 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ბურთიც ერთხელ დაკარგა. ზაზამ 6–დან 3 ორიანი და 8–დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მასზე მეტი ქულა, 14, ატლანტელთაგან ჯო სმიტმა მიითვალა, თუმცა სხვა მაჩვენებლებში მოიკოჭლა და უპრესტიჟულესი ვებ–გვერდ www.yahoo.com–ის ვერსიით, ფაჩულია თავის გუნდში საუკეთესო იყო.
მომდევნო მატჩი ორლანდოში ზეგ გამთენიისას გაიმართება.
დუაიტ ჰოვარდი და ზაზა ფაჩულია