“ატლანტას” მოგება და ფაჩულიას 6 ქულა

ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ჯორჯიელებმა შინაურ „ფილიპს არენაზე“ „საკრამენტოს“ 108:97 აჯობეს.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 14 წუთით გამოჩნდა, რის განმავლობაშიც მან 5–დან 3 ორქულიანი ჩააგდო და თამაში 6 ქულით დაასრულა.
ზაზას 2 მოხსნა და 1 პასიც დაუგროვდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
„ატლანტა ჰოუქსი“ საკუთარ სამხრეთ–აღმოსავლეთ დივიზიონში პირველია, სრულიად აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მესამე ადგილზეა. მის წინ „ბოსტონი“ და ლიდერი „კლივლენდია“.
მომდევნი მატჩს „ატლანტა“ ხვალ საკუთარ არენაზე „შარლოტთან“ გამართავს.
 

ზაზა ფაჩულია საკრამენტოელ ჯეისონ ტომპსონს მეურვეობს