“ატლანტას” მორიგი წაგება და და ფაჩულიას 7 წუთი

“ატლანტას” მორიგი წაგება და და ფაჩულიას 7 წუთი

„ორლანდოსთან“ წარუმატებლად დაწყებული მეოთხედფინალური სერია წარუმატებლადვე გრძელდება „ატლანტასათვის“. „ქორებმა“ სერიის მეორე გასვლითი მატჩიც წააგეს ფლორიდელებთან, ამჯერად 98:112 და საერთო ანგარიშით – 0:2 ჩამორჩნენ.
პირველი მატჩისგან განსხვავებით ატლანტელებს ამჯერად შანსი ჰქონდათ, თუმცა კარგად დაწყებულკი საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ბოლო მეოთხედში „ქორებმა“ 15:28 წააგეს, რის შემგედაც ორლანდოს გამარჯვებამ სოლიდური, 14–ქულიანი სახე მიიღო.
თუკი სერიის პირველ მატჩში ფაჩულია თავისიანთაგან საუკეთესო იყო, ამჯერად ზაზას არ გაუმართლა. ის მწვრთნელმა მხოლოდ 7 წუთით ათამაშა და ფაჩულიამ ამ მცირე დროში ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. ზაზას არც კი შეუტევია და არც სხვა სტატისტიკური მონაცემი მიუთვლია. ის ძირითადად ჯარიმების მიღებით იყო დაკავებული და 7 წუთში 4 პერსონალური მიიღო.
სერია ატლანტაში გადაინაცვლებს, სადაც 8 მაისს მესამე მატჩი გაიმართება. ფაჩულიას გუნდს აქვს შანსი, შინაური გამარჯვებებით სერია გაათანაბროს და მერეღა იზრუნოს ორლანდოელებისთვის მოედნის უპირატესობის ართმევაზე.