“ბ” ნაკრებმა ჩინეთში პოლონეთთან წააგო

“ბ” ნაკრებმა ჩინეთში პოლონეთთან წააგო

 
საქართველოს ეროვნულმა „ბ“ ნაკრებმა, რომელიც ჩინეთი იმყოფება, პირველი სპარინგ-მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდის მეტოქე პოლონეთის „ბ“ ნაკრები გახლდათ, რომელთანაც ქართველები 51:87 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებში 10-ქულიანი ბარიერი ჯინჭარაძემ, მათიაშვილმა და დვალიშვილმა დაძლიეს, თუმცა პოლონელებთან წარმატებაზე ფიქრი ზედმეტი გახლდათ. სლავებმა მესამე პერიოდში დამაჯერებლად ითამაშეს და ქართველების წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხეს.
საქართველოს ნაკრები 5 ივლისს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.
საქართველო 51:87 პოლონეთი საქართველო: შვანგირაძე, გ. ბაქრაძე (2), როგავა (3), ჯინჭარაძე (11), მიქელაძე (1), ბოქოლიშვილი, გოგოძე (2), ჯგერენაია (2), წივწივაძე (4), ბექაური (4), დვალიშვილი (10), მათიაშვილი (12)