“ბასკონიას” კემპის რჩეულთა ვინაობა ცნობილია. ესპანური კლუბ “ბასკონიადან” მიღებული წერილის საფუძველზე, ის 17 მოთამაშე დასახელდა, რომლებიც 24 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში ამ კლუბის ბაზაზე დაგეგმილ კემპში მიიღებს მონაწილეობას. ესპანეთიდან მიღებულ წერილს ბოლოს გაეცნობით, აქ კი შეგახსენებთ, რომ 3-7 ივნისს ვერის საკალათბურთო დარბაზში ესპანური კლუბის კემპი გაიმართა, რომელშიც 100-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. კემპი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და “სასკი ბასკონიას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უკვე მეხუთედ ჩატარდა.
გთავაზობთ ესპანური კლუბის მიერ გამოგზავნილ წერილს, სადაც ვკითხულობთ:
ქალაქ ვიტორიაში მდებარე კლუბი “სასკი ბასკონია”, რომელიც გახლავთ ACB LIGA-ის და ევროლიგის წევრი, აქვს პატივი, ქვემოთ წარმოდგენილი მოთამაშეები მიიწვიოს CAMPUS INTERNATIONAL 2019 – XI EDITION-ში სამონაწილეოდ, რომელიც 2019 წლის 24 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ვიტორიაში მდებარე ჩვენს ბაზაზე გაიმართება.
- ვახტანგ გაჩეჩილაძე
- ივანე ბაბუნაშვილი
- საბა გურეშიძე
- ლუკა ბარაბაძე
- ელიამ ემინოღლუ
- დავით ძნელაძე
- შოთა მაჭავარიანი
- სანდრო ცომაია
- რეზო მეშველიანი
- ნიკა აბულაძე
- ლუკა მუჯირიშვილი
- გოგა ბუკია
- გუკა ცხადაძე
- ლუკა ისაკაძე
- საბა შალამბერიძე
- ლუკა ჯულაყიძე
- ნიკოლოზ სანაძე
იმ შემთხვევაში, თუკი აქ ჩამოთვლილი 17 მოთამაშიდან მიზეზთა გამო ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ვერ გაემგზავრება ესპანეთში, მის (მათ) ადგილს დაიკავებენ სარეზერვო სიაში მყოფი მოთამაშეები წარმოდგენილი რიგითობის მიხედვით:
- დავით მუმლაძე
- დათო გელაშვილი
- ამირან აროშიძე
- გიგი მოდებაძე
- გიორგი სოზაძე
- ნიკოლოზ ბერძენიშვილი
- ნიკოლოზ კობაიძე