ბათუმში გამართული ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა მასპინძლების
გამარჯვებით დასრულდა. ზღვისპირელებმა ზედმეტი გართულებების გარეშე მოუგეს „რუსთავს“
და ნახევარფინალში გავიდნენ.
ბათუმელებს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭურდათ. საწყისი პერიოდი მათ
19:20 წააგეს, თუმც შემდეგ თამაში
გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე 5–ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 42:37.
მეორე ტაიმიდან სრულად ამოქმედდა ბათუმელთა უკანა ხაზი. კადეტთა ნაკრების წევრები – ნიკა რამიშვილი და ირაკლი მიქელაძე მოედანზე უკონკურენციოები
იყვნენ. ამ ტანდემს ყველაფერი გამოსდიოდა და საბოლოოდ ორივემ სამმაგი დუბლი
გაახერხა. მიქელაძემ 21 ქულა, 13 მოხსნა და 12 პასი მიითვალა, ხოლო რამიშვილის
ანგარიშზე 30 ქულა, 14 მოხსნა და 10 ჩაჭრა დაგროვდა. ასეთ ვითარებაში რუსთაველთა
წარმატებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო და საბოლოოდ ბათუმელებმა 26 ქულითაც იმარჯვეს.
ნახევარფინალში, სადაც გამარჯვება ორ მოგებამდეა, ბათუმელები „აკადემიას“
შეხვდებიან. მოედნის უპირატესობა აკადემიელთა მხარეზეა, მათ მიმდინარე სეზონში არც
ერთი წაგება არ განუცდიათ.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში „ქუთაისი“ „ვერეს“ გაეჯიბრება.