რამდენიმე წუთში დაიწყება ისტორიული მატჩი საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის. ქართველთა და ბელგიელთა ნაკრებები დარბაზში სირენების თანხლებით სამწუთიანი ინტერვალით მოვიდნენ. როგორც ჩანს, ორივე გუნდის კალათბურთელები მოუთმენლად ელიან თამაშის დაწყებას – გასახდელში მისულები არ იყვნენ, რომ მაშინვე მოედანზე გამოვიდნენ, 10 წუთი ივარჯიშეს და საბოლოო რჩევა დარიგებების მიღებისთვის გასახდელში შევიდნენ.
გუშინდელი ვარჯიშიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ როგორი იქნება ქართველთა ხუთეული: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა და ზაზა ფაჩულია.
ამასობაში კლაიპეადს არენაზე საყვირებითა და სხვა ატრიბუტიკით აღჭურვილი ქართველი ქომაგებიც გამოჩნდნენ.
საქართველოს ნაკრების განაცხადი:
4 გიორგი გამყრელიძე
5 ვლადიმერ ბოისა
6 ანატოლი ბოისა
7 ზაზა ფაჩულია
8 გიორგი ცინცაძე
9 გიორგი შერმადინი
10 ლაშა ფარღალავა
11 მანუჩარ მარკოიშვილი
12 მარკიზ ჰაინსი
13 ვიქტორ სანიკიძე
14 თორნიკე შენგელია
15 ნიკოლოზ ცქიტიშვილი