ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ

ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ

ესპანეთის ჩემპიონატში ტურის სიმბოლურ ხუთეულს ასე ადგენენ: იმ 5 მოთამაშეს აარჩევენ, რომლებსაც 5 ცალკეულსტატისტიკურ მაჩვენებელში საუკეთესო შედეგი აქვთ. ეს მაჩვენებლები გახლავთ: ქულები, მოხსნები, პასები, ჩაგდებული სამქულიანები და მარგი ქმედების კოეფიციენტი. გასულ, მე-10 ტურში კი სიმბოლურ ხუთულში საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრი მოხვდა: ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი.

ბურჯანაძემ მე-10 ტურში ყველაზე მეტი – 11 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა, ხოლო მაკფადენმა სამქულიანებში აჯობა ყველას – 6 შორეული სროლა ჩააგდო და სიმბოლურში ადგილი დაიმსახურა. დანარჩენი პოზიციები შეავსეს: 24 ქულის მომგროვებელმა ბასკონიელმა მარსელინიო უერტასმა, 9 პასის გამცემმა გორან ჰუსკიჩმა და მარგი ქმედების კოეფიციენტში საუკეთესომ (28) – ბო მაკალებმა.

ბურჯანაძეც და მაკფადენიც ესპანეთიდან გამოემგზავრნენ და 27 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან.