ბექა ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლესლიგელ “ანდორაში” გადავიდა

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლესლიგელ “ანდორაში” გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ბექა ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა და კარიერას გიორგი შერმადინთან ერთად „მორაბანკ ანდორაში“ გააგრძელებს. ბურჯანაძემ ანდორელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ადრეც თამაშობდა, თუმცა შედარებით გამოუცდელსა და ახალგაზრდას „კახასოლის“ შემადგენლობაში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა. 2014-15 წლების შუა სეზონში ის ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გადავიდა და ლაკორუნიულ „კორუნა ბასკეტში“ მეტი სათამაშო დრო და გუნდის ლიდერის სტატუსი მიიღო. მისი მაჩვენებლები გასულ სეზონში მატჩში საშუალოდ 16.4 ქულას და 6.9 მოხსნას შეადგენდა. ბურჯანაძე არაერთხელ დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშედ და მოხვდა სიმბოლურ ხუთეულში. „კორუნა ბასკეტი“ პირველი ლიგის პლეი ოფში გავიდა, სადაც ნახევარფინალურ სერიაში „მელილასთან“ 2:3 დამარცხდა.

ბურჯანაძის ტრანსფერთან დაკავშირებით  ანდორელთა სპორტულმა დირექტორმა ფრანსესკ სოლანამ ემდეგი კომენტარი გააკეთა:  “ბურჯანაძე სწრაფად პროგრესირებადი მოთამაშეა და ვფიქრობ, ის დიდ სარგებელს მოგვიტანს. ბექა უნივერსალური კალათბურთელია და სამქულიანებსაც კარგად ესვრის”.
ანდორულ კლუბში მისვლამდე, ბურჯანაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებს.