ბექა ჩიკვილაძე გალისიის რეგიონის ოთხთა ფინალში გავიდა

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი ბექა ჩიკვილაძე ესპანეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს – მისი გუნდი, „პეიშეგალეგო“ კი ფორვარდის დახმარებით გალისიის რეგიონის ოთხთა ფინალში გავიდა, სადაც გადამწყვეტი მატჩები ელის.
ჩიკვილაძე გუნდის ლიდერია და მატჩში საშუალოდ 20 ქულას აგროვებს. მას შემდეგ, რაც „პეიშეგალეომ“ გალისიის ოთხთა ფინალში გააღწია, ესპანურმა გამოცემა „რეგენერაკომმა“ ქართველ მოთამაშეზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:
„18 წლის ქართველი ბექა ესპანეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატში წარმატებულ თამაშს აგრძელებს. მისი დახმარებით „პეიშეგალეომ“ გალისიის რეგიონის ფინალში გააღწია. ბოლო მატჩებში ის საშუალოდ 20 ქულას აგროვებს, რამაც განაპირობა კიდეც მისი გუნდის წარმატება.
ამას გარდა „პეიშეგალეო“ 8 აპრილს გერმანიის 18–წლამდელთა გუნდს ეთამაშა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში სათამაშოდ ემზადება. ჩიკვილაძემ გერმანელებს 20 წუთში 15 ქულა ჩაუგდო. თუკი „პეიშეგალეო“ გალისიის რეგიონის ჩემპიონი გახდება, ესპანეთის პირველობის ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს და ჩიკვილაძეს მის თანამემამულეების – ვალენსიელ თორნიკე შენგელიასა და ტენერიფელ გიორგი შვანგირაძეს წინააღმდეგ მოუწევს თამაში“.
გალისიის რეგიონის ოთხთა ფინალის მატჩები 17 და 19 აპრილს გაიმართება.
 

ბექა ჩიკვილაძე