ბერიშვილის 7 წუთი და მე-7 გამარჯვება

სლოვენიის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებას მიაღწიამიხეილ ბერიშვილის „ზლატოროგმა“. ლაშკოს გუნდი, რომელიც მეორე ადგილზეა, მესამეზე მყოფ „როგასკას“ სეხვდა და საკმაოდ იოლად – 75:56 სძლია.
ქართველი ფორვარდი მხოლოდ 7 წუთით გამოჩნდა მოედანზე და თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ბერიშვილს მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია. ლაშკოელებს მიჰა ლაპორნიკმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა.
7 მოგებითა და 2 წაგებით „ზლატოროგი“ ცხრილში მეორე ადგილზეა. ლაშკოელები მომდევნო ტურში, 20 დეკემბერს სტუმრად „ჰელიოსს“ შეხვდებიან.