ბითაძე “მეგა ბიმაქსს” 19 ქულით დაუბრუნდა

ბითაძე “მეგა ბიმაქსს” 19 ქულით დაუბრუნდა

გოგა ბითაძემ გასული კვირა ამერიკაში, ნბა-ს სკაუტების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა, რის შემდეგაც სერბეთში დაბრუნდა და “მეგა ბიმაქსს” შეუერთდა. სერბეთის სუპერლიგის მე-9 ტურში მისი გუნდი სტუმრად “ტამიშს” შეხვდა და 121 ქულა ჩაუგდო, მეტოქე კი 52-ქულიანი სხვაობით დაამარცხა – 121:69. ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო. გოგამ 4-იდან 2 ორქულიანი და 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, თამაში კი 19 ქულით, 3 მოხსნითა და 2-2 პასითა და დაფარებით დაასრულა.

გოგამ და მეგა ბიმაქსმა პლეი ოფის საგზური გაინაღდეს. ნახევარფინალში მათი მეტოქე ცრვენა ზვეზდა იქნება, რომელთანაც პირველი შეხვედრა 2 ივნისს გაიამართება, ხოლო მეორე დაპირისპირება 4 ივნისს შედგება. სერია 2 მოგებამდე გრძელდება.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, პარტიზანი FMP-ს ხვდება.

დამარცხებულები ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. გამარჯვებულები კი ფინალურ სერიას 10 ივნისს დაიწყებენ. ფინალური სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.