ბითაძის 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება FMP-სთან

ბითაძის 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება FMP-სთან

გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” ადრიატიკის ლიგაში მეორე მატჩიც მოიგო, რაშიც ქართველი ცენტრის დამსახურება სოლიდურია. სრემშკა მიტროვიცელებმა ბელგრადულ ფმპ-ს უმასპინძლეს და საკმაოდ იოლად – 89:61 მოუგეს.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24:55 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართელი ცენტრი მეტს ითამაშებდა, მოედნიდან 5 პერსონალურის გამო რომ არ გავარდნილიყო. გოგამ 8-დან 5 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ბითაძემ ცენტრმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 5 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასზე მეტოქეები 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

სარგებლიანობის ინდექსით, რამაც 19 შეადგინა, ქართველი ცენტრი ბიმაქსელთა შორის მხოლოდ ოგნიენ ჩარაპიჩმა (20) აჯობა. 

2 ტურის შემდეგ 2 მოგებით “მეგა ბიმაქსი” 12-გუნდიანი ადრიატიკის ლიგის ერთ-ერთი ლიდერია. შემდეგ ტურში, 13 ოქტომბერს, ბითაძის გუნდი ზაგრებში “ცედევისტას” ეთამაშება.