ბითაძის 19 ქულა და 10 მოხსნა “პარტიზანთან”

ბითაძის 19 ქულა და 10 მოხსნა “პარტიზანთან”

გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი ადრიატიკის ლიგაში. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა 18 წლის ქართველმა ცენტრმა „მეგა ბიმაქსის“ შემადგენლობაში ბრწყინვალე მატჩი გამართა და ბელგრადის „პარტიზანთან“ 19 ქულასა და 10 მოხსნას უწია.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:19 წუთში 19 ქულა, 10 მოხსნა (7 შეტევაში) და 2 დაფარება მოაგროვა. ჩვენებურმა 14-დან 9 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, მეტოქეებს 5 ჯარიმა “აჰკიდა” და თავადაც სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 22 შეადგინ, რითაც ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ დილან ენისს (26 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი) ჩამორჩა. აქვე ვთქვათ, რომ მატჩის საუკეთესო ეპიზოდად სწორედ ბითაძისა და ენისის კომბინაცია აღიარეს, რომელსაც გოგასეფექტური გდება მოჰყვა.