ხორვატიულ „ზადარში“ ახალგადასულმა ვლადიმერ ბოისამ უკვე მეორე შეხვედრა გამართა. საქართველოს ნაკრების ფორვარდს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაშმა. ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში „ზადარი“ სლოვენიაში ლიუბლიანურ „ოლიმპიას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 67:73 დამარცხდა.
ბოისამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 19 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვოვამ 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.
ბოისას კლუბმა პირველი ტაიმი 10 ქულის სხვაობით (38:28) მოიგო, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და საბოლოოდ, 6 ქულით დამარცხდა.
ხორვატიული კლუბის რიგებში საუკეთესო როკ სტიპჩევიჩმა 18 ქულა მიითვალა, ასეთივე მონაგარი ჰქონდა “ოლიმპიას” საშო ლიდერ ოზბოლტს.
“ზადარი” 16 მოგებითა და 9 მარცხით ადრიატიკის ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება.