ბოისას 15 ქულა 21 წუთში

ბოისას 15 ქულა 21 წუთში

 იტალიის სერია A
 
ხორვატიის ჩემპიონატში ნახვევარფინალების ჯერი დადგა და ვლადიმერ ბოისას „ზადარმა“ მძლავრი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ. ნახევარფინალური სერიის პირველ, შინაურ მატჩში ზადარელებმა „ცედევიტა“ 83:63 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გადარებულ 21 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა–პასი მიითვალა. ბოისამ 7 ორქულიანიდან 6 მოათავსა ცედევიტელთა კალათში, 2 სამიანი გააცუდა და საჯარიმოდან 3 გამოიყენა.
ნახევარფინალური სერიის მომდევნო მატჩი 22 მაისს გაიმართება და იმასაც თუ მოიგებს, „ზადარი“ ფინალში გავა.
 
 
      საბერძნეთის ჩემპიონატი
 
ფინალის ზღვარზეა გიორგი შერმადინის „პანათინაიკოსიც“, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა „პანელინიოსთან“. პირველ შეხვედრაში, ათენში, „პანათინაიკოსმა“ 88:58 გაანადგურა მეტოქე, მეორეში, გასვლაზე კი გვარიანად გაუჭირდა და დაძაბულ ბრძოლაში 75:73 იმარჯვა.
შერმადინს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. „პანათინაიკოსს“ ერთი მოგებაც უნდა, ფინალში რომ გავიდეს.