ბოისას 8 ქულა და “მონტეპასკის” მოგება

ვლადიმერ ბოისამ ULEB-ის თასზე ბერძნული პაოკ-ის წინააღმდეგ შეხვედრაში 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 80:77 დაამარცხა და ტურნირის მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. იტალიელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით ლონი ბაქსტერი იყო, რომელმაც ასევე 6 ჩაჭრა დააგროვა.
 
“მონტეპასკი” მეოთხედფინალში რუსულ “უნიქსს” შეხვდება. ბოისა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა. ბოისა მიმდინარე ტურნირში ერთ მატჩში საშუალოდ 6.1  ქულასა და 2.1 მოხსნას აგროვებს.