ვლადიმერ ბოისას გუნდმა ფლეი ოფის პირველი შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა და “კანტუ” 95:76 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე 12 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. ბოისამ ასევე 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო და 4-დან 2 საშუალო სროლა გამოიყენა.
სიენა – კანტუ 95:7624:13, 25:22, 25:19, 21:22სიენა: ფორტე (29 ქ. 2 მ), კაუკენასი (19 ქ), სთოუნრუქი (11 ქ. 7 მ. 4 პ), სატო (11 ქ. 8 მ), ვლადიმერ ბოისა (12 წუთი, 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი).კანტუ: ლ. უილსონი (18 ქ. 10 მ. 3 პ), მაცარინო (17 ქ. 4 მ. 4 პ), ჯორდანი (11 ქ. 3 მ. 3 პ).
სერია: 1:0.
ტაირონ ელისის “ნაპოლი” კი სერიის პირველ მატჩში გასვლაზე “რომასთან” დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრი ერთადერთი იყო თავის გუნდში, რომელმაც 10-ქულიანი ზღვარი გადალახა – მან შეხვედრა 4 ზუსტი სამიანით დაასრულა. გამარჯვებულთა შორის კი კვლავ გაიბრწყინა დეჟან ბოდიროგამ, რომელმაც ექვსივე საჯარიმო და ერთადერთი სამიანი ზუსტად შეასრულა.
რომა – ნაპოლი 73:579:15, 25:9, 23:14, 16:18რომა: დ. ჰოკინსი (18 ქ. 3 მ. 2 პ), ბოდიროგა (15 ქ. 5 მ), ჩეტმენი (9 ქ. 3 მ).ნაპოლი: ტაირონ ელისი (29 წუთი, 13 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი), მორანდაისი (9 ქ. 4 მ), სესეი (9 ქ. 3 მ).
სერია: 1:0.