საბერძნეთში „არისთან“ ულებ–ის თასზე დამარცხების (67:73) შემდეგ ვლადიმერ ბოისას „ზადარი“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში წაგებამ ზადარელები მესამე ადგილზე ჩამოაქვეითა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსიც ფაქტობრივად დაკარგა.
ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გადის, ხოლო მეორეზე მყოფი იერუსალიმის „ჰაპოელი“ „ზადარს“ ქულით უსწრებს. ბოლო ტურში ებრაული გუნდი ლიდერ „არისს“ ხვდება, ხოლო „ზადარი“ აუტსაიდერ „შაულიაის“. თუმცა ბოისას გუნდმა რომც მოიგოს და ამავდროულად „ჰაპოელმა“ წააგოს, „ზადარი“ მაინც ჯგუფში რჩება, რადგან ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ებრაელებს აქვთ.
რაც შეეხება საბერძნეთში გუშინ გამართულ შეხვედრას, მასში ბოისამ თითქმის შეუცვლელად – 39,39 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 10 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ვლადიმერმა სამივე საჯარიმო ააცილა, თუმცა 6 ორიანიდან 4 ჩააგდო, 4 საჯარიმოდან კი მიზანში 2 გაარტყა.