ადრიატიკის ლიგის საწყის მეორე ტურში ვლადიმერ ბოისას “ზადარი” სერბულ “რადნიჩკის” ეწვია და 69:72 დამარცხდა.
ხოვარტულმა კლუბმა შეხვედრა ყოჩაღად დაიწყო და პირველი მეოთხედი 23:15 მოიგო, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ბოლო წამებზე წარუმატებლობა შეემთხვა.
ქართველმა კალათბურთელმა ზადარელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 34 წუთში 5 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვლადიმერმა მეტოქის ფარზე ბურთი 5-ჯერ მოხსნა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ბოისამ 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მასზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ზადარის” შემადგენლობაში რუჟიჩმა 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, კარი კი 15 ქულას გამორჩა. 17 ოქტომბერს ბოისას კლუბი ხორვატულ “ცედევიტას” უმასპინძლებს.