ბოლო სემინარი მდივნებისთვის ტესტირებამდე

სპორტის სასახლეში გამართული გასული ტურის დასრულების შემდეგ სუპერლიგის მდივან–ოპერატორთა მორიგი სემინარი გაიმართა. იგი წარიმართა კითხვა–პასუხის რეჟიმში, მონაწილეებმა ის საკალათბურთო დეტალები და ნიუანსები დააზუსტეს, რომლებიც მანამდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა.
სემინარს დაესწრო კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი, რომელიც ამავდროულად საერთაშორისო რანგის (ფიბა–ს) კომისარია და სამსაჯო და სამდივნო საქმეებს ჩინებულად ფლობს. მან მოისმინა სემინარი და ბოლოს იმ საკითხებზე ესაუბრა მდივნებს, რომლებიც შედარებით ბუნდოვანი და საორჭოფო იყო მათთვის.
ეს იყო ბოლო სემინარი იმ ტესტირებამდე, რომლებიც მდივნებისთვის და სტატისტიკაზე მომუშავე ოპერატორებისთვის 15 მარტს უნდა გაიმართოს.