ბულაშვილის 43 ქულა და მორიგი გამარჯვება

ბულაშვილის 43 ქულა და მორიგი გამარჯვება

ლუკა ბულაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი ესპანეთში. 20 წლის ქართველმა უკანახაზელმა ამჯერად მიმდინარე სეზონის რეკორდი დააფიქსირა – მისი 43-ქულიანი მატჩის წყალობით “კულერედომ” “აუგუსტინოსი” 114:74 გაანადგურა.

ბულაშვილის გუნდი ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში (EBA) ასპარეზობს და 4 ტურის შემდეგ 3 გამარჯვებით მე-4 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩში ქართველი ლეგიონერი შეუჩერებელი იყო. ბულაშვილმა 8-დან 7 ორქულიანი, 13-დან 8 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 43 ქულასთან ერთად ლუკამ 7 ჩაჭრა, 3 პასი და 2 მოხსნა ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. ამ შთამბეჭდავი სტატისტიკის მოსაგროვებლად ბულაშვილს 31 წუთი ეყო.

შემდეგი ტური 11 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ბულაშვილის “კულერედო” სტუმრად “პონფერადას” ეთამაშაება.