ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. C ჯგუფი.
თბილისი. სპორტის სასახლე. 28 აგვისტო. 19:00
საქართველო VS ბულგარეთი
საქართველოს ნაკრები ხვალ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ასრულებს. იგორ კოკოშკოვის გუნდის ბოლო მეტოქეა ბულგარეთი. ორივე ნაკრებს 4 მოგება და 3 წაგება აქვს და მოგების შემთხვევაში მეორე ადგილის დაკავება ორივეს შეუძლია.
საქართველოს ნაკრებს მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი აქვს. საამისოდ ჩვენებს ბულგარელების დამარცხება მართებთ, ხოლო ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბელგიამ შინ არ უნდა წააგოს პოლონეთთან. ასე რომ მეორე ადგილზე გასვლა სავსებით რეალურია, აი, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა შედარებით რთული იქნება.
გათამაშების ფორმატის მიხედვით ევროპირველობის საგზურს სამ ჯგუფში პირველზე გასული გუნდები, ასევე 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. ასე რომ საქართველოს სხვა ჯგუფის მეორეადგილოსნებთან მოუწევს დაზომება. სხვა ჯგუფებში კი ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ მოწინავე ნაკრებებს ქულებისა და ბურთების საიმედო მარაგი აქვთ შექმნილი. თუკი მეორე ადგილზე გავიდა, საქართველოს სავარაუდოდ A ჯგუფის მეორეადგილოსანთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, სადაც მონტენეგრო ისრაელს მასპინძლობს და თუკი მოუგებს, ისრაელსაც საქართველოს მსგავსად 3 წაგება დაუგროვდება და მეორეზე გავა. ებრაელებს (+78) ქართველებზე (+20) უკეთესი ბურთების შეფარდება აქვთ და ამ ბოლო მატჩებში სწორედ ეს სხვაობა უნდა აღმოიფხვრას ჩვენს სასარგებლოდ, რომ საქართველომ ევროპირველობის საგზური მოიპოვოს.
ბულგარელები 28 აგვისტო რომ თენდებოდა, იმ ღამეს ჩამოფრინდნენ თბილისში. ჩვენი მეტოქე საქართველოში ჩამოსვლას ჩარტერული რეისით გეგმავდა, მაგრამ ვერ გამოუვიდა და სოფია–სტამბოლი–თბილისის რეისით ჩამოფრინდა. ბულგარელებმა პირველი ვარჯიში დღეს საღამოს, რვის ნახევარზე გამართეს სპორტის სასახლეში. მანამდე კი საქართველოს ეროვნულ გუნდს ჰქონდა ვარჯიში.
საქართველოს ნაკრებს ტრავმები არ აწუხებს და ხვალ ყველა მოთამაშეს შეძლება მოედანზე გასვლა.
ბულგარეთის ნაკრები თბილისის აეროპორტში
ბულგარელთა თავკაცი როსენ ბარჩოვსკი
ბულგარელთა ნატურალიზებული ამერიკელი ერლ კალოუეი
მდგომარეობა ჯგუფებში ბოლო ტურის წინ
C ჯგუფი
საქართველო – პოლონეთი 84:65
პორტუგალია – ბულგარეთი 59:67
პოლონეთი – პორტუგალია 86:64
ბელგია – საქართველო 74:64
პორტუგალია – ბელგია 69:78
ბულგარეთი – პოლონეთი 74:70
საქართველო – პორტუგალია 73:57
ბელგია – ბულგარეთი 74:69
ბულგარეთი – საქართველო 79:83
პოლონეთი – ბელგია 93:73
ბულგარეთი – პორტუგალია 103:64
პოლონეთი – საქართველო 67:58
საქართველო – ბელგია 63:86
პორტუგალია – პოლონეთი 85:84 ოტ.
პოლონეთი – ბულგარეთი 75:71
ბელგია – პორტუგალია 68:63
1. ბელგია 7 5/2 534/513 12
2. საქართველო 7 4/3 505/485 11
3. პოლონეთი 7 4/3 540/509 11
4. ბულგარეთი 7 4/3 555/506 11
5. პორტუგალია 8 1/7 518/639 9
29 აგვისტო
საქართველო – ბულგარეთი
ბელგია – პოლონეთი
A ჯგუფი
იტალია – ისრაელი 71:79
მონტენეგრო – ლატვია 96:66
ფინეთი – მონტენეგრო 60:74
ლატვია – იტალია 69:68
ისრაელი – ლატვია 110:88
იტალია – ფინეთი 82:73
მონტენეგრო – იტალია 71:62
ფინეთი – ისრაელი 84:83
ლატვია – ფინეთი 87:67
ისრაელი – მონტენეგრო 77:73
ისრაელი – იტალია 76:81
ლატვია – მონტენეგრო 84:90
იტალია – ლატვია 109:93
მონტენეგრო – ფინეთი 91:71
ფინეთი – იტალია 83:85
ლატვია – ისრაელი 56:92
ისრაელი – ფინეთი 85:71
იტალია – მონტენეგრო 72:71
1. იტალია 8 5/3 630/615 13
2. მონტენეგრო 7 5/2 566/492 12
3. ისრაელი 7 5/2 602/524 12
4. ლატვია 7 2/5 543/632 9
5. ფინეთი 7 1/6 509/587 8
29 აგვისტო
ფინეთი – ლატვია
მონტენეგრო – ისრაელი
B ჯგუფი
უნგრეთი – დიდი ბრიტანეთი 82:91
უკრაინა – მაკედონია 58:71
ბოსნია-ჰერცეგოვინა – უკრაინა 86:76
მაკედონია – უნგრეთი 78:44
დიდი ბრიტანეთი – მაკედონია 104:96 (ოტ.)
უნგრეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 74:70
უკრაინა – უნგრეთი 80:71
ბოსნია-ჰერცეგოვინა – დიდი ბრიტანეთი 80:84
დიდი ბრიტანეთი – უკრაინა 90:76
მაკედონია – ბოსნია-ჰერცეგოვინა 70:56
დიდი ბრიტანეთი – უნგრეთი 66:64
მაკედონია – უკრაინა 71:55
უკრაინა – ბოსნია-ჰერცეგოვინა 87:69
უნგრეთი – მაკედონია 85:82
ბოსნია-ჰერცეგოვინა – უნგრეთი 73:64
მაკედონია – დიდი ბრიტანეთი 75:56
უნგრეთი – უკრაინა 83:75
დიდი ბრიტანეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 94:85 (ძირითადი დრო: 81:81)
1. დიდი ბრიტანეთი 7 6/1 585/558 13
2. მაკედონია 7 5/2 543/458 12
3. უნგრეთი 8 3/5 567/615 11
4. ბოსნია 7 2/5 519/549 9
5. უკრაინა 7 2/5 507/541 9
29 აგვისტო
უკრაინა – დიდი ბრიტანეთი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – მაკედონია